Sunday, June 29, 2014

ტრენინგის შეჯამება

 ჩემს მიერ მოსმენილი ტრენინგებიდან უმნიშვნელოვანესია Intel -ის ტრენინგი შევისწავლეთ, თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო  პროექტები, როგორ განვსაზრვროთ სავარაუდო დრო და სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვისწავლეთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესში და მოსწავლეთა შესაფასებლად, როგორ შევუწყოთ ხელი პროექტებზე დაფუძნებული  სწავლებით მოსწავლეებში 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
     ტრენინგი ვთვლი, რომ არის ძალიან საინტერესო და დიდი შედეგის მომცემი. ტრენერი - ქალბატონი ქეთი  არის თბილი, საყვარელი, ძალიან ნიჭიერი. ვთვლი, რომ ზოგადად ტრენერები უნდა შეირჩეს იმ თვისებებითა და უნარებით, რომლებიც აქვს ქალბატონ ქეთის.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღის წესრიგი:
1. პორტფოლიოს გადახედვა
2. youtube - ვიდეოფაილების საცავი
3. პროექტების პრეზენტაცია
4. ტრენინგის შეჯამება

                                                       დღევანდელი დღის მოკლე აღწერა:

       ტრენინგის მეცხრე დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს.  ტრენინგის მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოვისმინეთ მოკლე პრეზენტაციები ჩვენი პროექტების შესახებ და მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს.
   დავათვალიერეთ youtube - ვიდეოფაილების საცავი, ვისწავლეთ ვიდეოს მოძებნა, ატვირთვა და გადმოწერა
         ინტელის სასწავლო კურსი აუცილებელი, ნაყოფიერი, საქმიანი, და გამოყენებადი ტრენინგია 21– საუკუნის მასწავლებლისათვისსაინტერესო და სასარგებლო  პროექტებით სწავლების და ბლოგის შექმნის კუთხით. მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება შემდგომ საქმიანობაში.   

                                 უღრმესი მადლობა ტრენერს - ქალბატონ ქეთის


Saturday, June 28, 2014

ტრენინგის მერვე დღე



დღის წესრიგი:


1. გამეორება
2. ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3. პროექტის პორტფოლიოს გადახედვა
4. პროექტის პორტფოლიოს გადატანა ბლოგზე - სიის გაჯეტი



                   დღევანდელი დღის მოკლე აღწერა:


დღევანდელი დღეც დაიწყო წინა დღის  რეფლექსიით, დავათვალიერეთ და შევქმენით ფასილიტაციის მასალა, გადავხედეთ პორტფოლიოს და ვისწავლეთ თუ როგორ  გადავიტანოთ პორტფოლიო ბლოგზე ანუ, როგორ ჩავსვათ ბლოგზე სიის გაჯეტი.

Monday, June 23, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე





დღის წესრიგი:
1. გამეორება
2. ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3. ბლოგზე გვერდების დამზადება
4. პროექტის გეგმებზე მუშაობა

       დღევანდელი დღის მოკლე აღწერა:


 განვიხილეთ ინტელის სასწავლო კურსის მეექვსე მოდული დაგეგმვა, მოსწავლეთა წარმატებისათვის გავეცანიტ და შევქმენით სასწავლო მასალა სპეციალური საჭიროების მოსწავლეებისათვის. დავხვეწეთ  და დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა, რომლის მიზანია მაღალი სააზროვნო უნარების ფგანვიტარების ხელშეწყობა.

Sunday, June 22, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე



დღის წესრიგი:

1. გამეორება
2. შეფასებები
3. მოსწავლის პრეზენტაცია
4. პროექტის გეგმების პრეზენტაცია

         

                   დღევანდელი დღის მოკლე აღწერა


  ტრენინგის მეექვსე დღე, როგორც წინა დღეები, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით. ტრენერმა პასუხი გასცა ყველა ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვას. დავათვალიერეთ და გავეცანით პროექტების შეფასების რუბრიკებს, მოსწავლის როლში შევქმენით პრეზენტაცია.   დღემ როგორც ყოველთვის, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

Saturday, June 21, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე



            დღის წესრიგი:



1. გამეორება
2. გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. მოსწავლის ნიმუში - ბლოგზე მუშაობა, გაჯეტები, სურათი, გამოკითხვა, HTML


                               დღევანდელი  დღის მოკლე აღწერა

გამეორების შემდეგ   მოვახდინეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლა. გავეცანით ინტერნეტრესურსებისა და გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონებს. შევქმენით შესაბამისი დოკუმენტები და შევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში.   ვიმუშავეთ მოსწავლეთა როლში და  შევქმენით ბლოგი. რითაც გავიხსენეთ: ბლოგის ინსტრუმენტები, რედაქტირებავისწავლეთ ბლოგზე სურათისა და გამოკითხვის გაჯეტების ჩასმა.
   ტრენინგი იყო ძალიან აქტიური და ნაყოფიერი

Sunday, June 8, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღის წესრიგი:
     1. წინა დღის მასალის გამეორება
     2. სტანდარტების განსაზღვრა სასწავლოპროექტებისთვის
     3.მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
     4. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება
     5. შეფასების მეთოდების განხილვა
     6. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად
     7.პროექტის გეგმის შემუშავება
     8.  დღის რეფლექსია

                        დღევანდელი დღის მოკლე ღწერა:

  დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის აქტივობების  გამეორებით.  გავიხსენეთ ბუკლეტის შექმნის ინსტრუქციებიგავეცანით XI -თე  საუკუნის საკვანძო სიტყვებს.
განვსაზღვრეთ პროექტის მიზანიგავეცანით სტანდარტების დაგეგმვასშევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობასვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკით.
შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი.