1. გაცნობა;
ტრენერმა - ქალბატონმა ქეთი ცერაძემ წარგვიდგინა თავი, ამის შემდეგ თითოეულმა ჩვენგანმა კურსის მონაწილეებთან რაოდენიმე სიტყვით გავუზიარეთ სხვებს რომელ კლასებს და რა საგანს ვასწავლით, გული დამწყდა,რომ ჯგუფში არ აღმოჩნდა ჩემს მეტი სხვა მათემატიკის მასწავლებელი.
2. კურსის მიზანი/მოსალოდნელი შედეგი;
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ინტელის ძირითადი კურსი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.
3. კურსის სახელმძღვანელოს გაცნობა;
გავეცანით კურსის სახელმძღვანელოს, სახელმძღვანელო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა;
4. პროექტის პორტფოლიოს შექმნა;
ვისწავლეთ როგორ შევქმნათ პროექტის პორტფოლი, შევქმენით მთავარი საქარალდე სახელწოდებით - პორტფოლიო, შევქმენით მასში რამოდენიმე ქვესაქაღალდე, რომელშიც შევინახეთ სასარგებლო რესურსები.
5. კურსის რესურსების გაცნობა;
განხილული რესურსები ძალიან საინტერესო და სასარგებლო არმოჩნდა ჩემთვის.
No comments:
Post a Comment